Georgian Airways ბათუმიდან მოსკოვში ფრენებს იწყებს.
ავიაკომპანიის ვებგვერდზე მითითებულია, რომ ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენა 2 აპრილიდან დაიწყება. რეისები სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება.
რუსეთთან ფრენები საქართველომ 2023 წლის მაისში აღადგინა. ფრენები მოსკოვი-თბილისი-მოსკოვი 17 მაისიდან კვირაში შვიდი სიხშირით სრულდება.
რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი პუტინის გადაწყვეტილებით, 15 მაისიდან გაუქმდა. რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენების აკრძალვა მოეხსნათ.