ბათუმის მერიასთან აქტივისტები დეპუტატებს სირცხვილის კორიდორს უწყობენ

პუბლიკა

ამ წუთებში, ბათუმის მერიასთან  მოძრაობა „გაბედეს“ და „ალტერნატივას“ წევრები არიან შეკრებილი, ისინი უმაღლესი საბჭოს  დეპუტატებისთვის სირცხვილის კორიდორის აწყობენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატები  დღეს საკრებულოს  შენობაში იკრიბებიან, სადაც გასვლითი სხდომაა ჩანიშნული. დეპუტატებმა აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის არჩევაზე უნდა იმსჯელონ.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაა. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მათ განუცხადა, რომ ორგანო საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებს ვერ შეიტანს.

 

LB loan image desktop LB loan image mobile