ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მურვანიძე სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსად დაინიშნა.
შესაბამისი ბრძანება ირაკლი კობახიძემ გამოსცა.
გიორგი მურვანიძემ 2025 წლის 14 მაისს ბათუმის არჩეული მერი არჩილ ჩიქოვანი ჩაანაცვლა.
რაც შეეხება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს – მას ამ დრომდე გიორგი თვაური ხელმძღვანელობდა, რომელიც ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 15 აგვისტოს დანიშნა. წინა დღეს, 14 აგვისტოს კობახიძემ ამ თანამდებობიდან გაათავისუფლა მამუკა ჯანგულაშვილი.