ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა

პუბლიკა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. ამის შესახებ „პუბლიკას“ საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და ადგილზე მუშაობს 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.

„ხანძარი გაუჩნდა საცხოვრებელ სახლს, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე მუშაობს 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი“,- განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.