ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული ექთანი გარდაიცვალა

პუბლიკა

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული ექთანი გარდაიცვალა. „პუბლიკას” აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, რომ ექთანი გუშინ, 17 ნოემბერს კლინიკა „მედცენტრში” გარდაიცვალა. ის შუახევის სამედიცინო ცენტრში მუშაობდა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დამატებით ინფორმაციას არ აცხადებენ.

რაც შეეხება ეპიდვითარებას აჭარაში, უწყების ცნობით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 574 პაციენტი, ახალი შემთხვევაა – 512. მათი თქმით, უკვე მეორე დღეა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აჭარბებს ახალი შემთხვევების რიცხვს. აქტიური შემთხვევაა – 6 240. გარდაცვალება – 9.