ბათუმში მამაკაცი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა

პუბლიკა

ბათუმში, ანგისის ქუჩაზე, მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა. ადგილობრივების თქმით, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები, მუშაობნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.