ბათუმში აქცია იმართება – მოქალაქეები შეკრებილები არიან როგორც მთავრობის სახლთან, ასევე, აჭარის ტელევიზიასთან. ორივე ტერიტორიაზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია.
მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, ამასთან, სოლიდარობას უცხადებენ, გუშინ თბილისში მიმდინარე აქციაზე ძალადობრივად დაკავებულ მოქალაქეებს.
„თქვენ ის ხალხი ხართ, რომელიც არ შეეგუებით მონობას. ჩვენ არ გავრუსდებით, ჩვენ ევროპელები ვართ. ჩვენ სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ გუშინ დაკავებულებს. გუშინ აბსოლუტურად უდანაშაულო ხალხი [დააკავეს], ქალები თმებით ათრიეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ეს ბიჭები ასეთ რამეს არ ჩაიდენენ, ჩვენ არც გუშინ მიგვიცია ამის მიზეზი და არც დღეს ვაძლევთ”, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.