ბათუმში მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა - შსს

პუბლიკა

ბათუმში, მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა.

როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო,  რაც სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მოხდა, გარდაცვლილი 28 წლის კაცია და ის მშენებარე ობიექტზე მუშაობდა.