ბათუმში ნგრევის შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა კონტროლირებადი - ექიმი

პუბლიკა

ბათუმში სადარბაზოს ნგრევის შედეგად დაავებული 37 წლის კაცის შესახებ „მედცენტრის“ ექიმმა ჯემალ გენაშვილმა მედიას განახლებული ინფორმაცია მიაწოდა.

„პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმე, თუმცა კონტროლირებადი. მას გუშინ ჩაუტარდა ანალიზები, კონსულტაციები, დიაგნოსტირდა პაციენტი – სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი, დაუზუსტებელი შოკი, ამ დიაგნოზებით აგრძელებს პაციენტი რეანიმაციაში მკურნალობას. ის მართვით სუნთქვზე რჩება. შემოყვანის შემდეგ მისი მდგომარეობა არ გართულებულა“, – განაცხადა ექიმმა.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტს აღენიშნება მოტეხილობები.

ნანგრევებიდან მაშველებმა 37 წლის კაცი დაახლოებით ღამის 11 საათზე ამოიყვანეს.

ბათუმში სადარბაზოს ნგრევის შედეგად ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი. შსს-მ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 პირი დააკავა.

სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები კვლავ გრძელდება.