ბათუმში ქალის შევიწროების კადრებზე შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

პუბლიკა

შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 4 სექტემბერს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელზეც ბათუმში ქალის სექსუალურად შევიწროების ფაქტია ასახული. შსს-ში სხვა დეტალებს არ აკონკრეტებენ. „პუბლიკის“ ინფორმაციით, ვიდეოში მონაწილე პირები იდენტიფიცირებულია.

გავრცელებული კადრების მიხედვით, ბიჭი სექსუალურად ავიწროებს და საჯდომზე ურტყამს გამვლელ ქალს, რომელიც ცდილობს ის თავიდან მოიშოროს, თუმცა შემავიწროვებელი ქალს მაინც აედევნება და მას სახლში გაყოლას სთხოვდა. კიდევ ერთი პირი, მათ ვიდეოს უღებს და მოუწოდებს თანამზრახველს, რომ ქალს დაარტყას და შევიწროება განაგრძოს.