ბათუმში საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვას ცეცხლი უკიდია

პუბლიკა

ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია.

როგორც საგანგებო სიტუაციის სამსახურიდან „პუბლიკას” აცნობეს, ცეცხლი უკიდია საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვას. შენობიდან ევაკუირებულია მოსახლეობა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ არსებობს.

ადგილზე მობილიზებულია 10 სახანძრო-სამშველო ეკიპაჟი, მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.