ბაუჰაუსის 2 თანამშრომელი დაიკარგა - გიორგი შალამბერიძეს და ბაია ბერუაშვილს ეძებენ

პუბლიკა

ბაუჰაუსის ორი თანამშრომელი, გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი დაიკარგნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბარი facebook-ზე ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მათი ადგილმდებარეობა ღამის 5 საათის შემდეგ უცნობია.

„გთხოვთ გაავრცელოთ, ვეძებთ გიორგი შალამბერიძეს და ბაია ბერუაშვილს. თუ ვინმემ უახლოესი 21 საათის განმავლობაში სადმე ნახეთ ეს ადამიანები გთხოვთ რომ გამოგვეხმაუროთ“,- წერია ბარის განცხადებაში.