ბავშვების პირადი მონაცემების არალეგალურად შეგროვების გამო სოციალური ქსელი TikTok დააჯარიმეს

პუბლიკა

პოპულარული სოციალური ქსელი TikTok 13 წლამდე ბავშვების პირადი მონაცემების არალეგალურად შეგროვების გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში $5.7 მილიონით დააჯარიმეს. CNN-ს წერს, რომ ჯარიმის გადახდას კომპანია უკვე დათანხმდა.

გამოძიების ფარგლებში დგინდება, რომ სოციალური ქსელი TikTok არალეგალურად აგროვებდა 13 წლამდე ბავშვების პირად მონაცემებს. კონკრეტულად ინახავდა ბავშვების სახელებს, მათ ელექტრონულ მისამართებსა და ადგილმდებარეობებს. აშშ-ის სავაჭრო ფედერალური კომისიის განცხადებით, TikTok-ის ჯარიმა ბავშვთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საქმეზე რეკორდულია.

TikTok ამჟამადაც ჩინურ კომპანია Bytedance-ს ეკუთვნის. მსოფლიოს მასშტაბით სოციალურ ქსელს ნახევარ მილიარდამდე მომხმარებელი ჰყავს. მისი ღირებულება $75 მილიარდს აღწევს.