ბავშვი, რომელიც ბათუმის ბულვარში დაშავდა, კლინიკაში გარდაიცვალა

პუბლიკა

ბავშვი, რომელიც გუშინ ბათუმის ბულვარში დაშავდა კლინიკაში გარდაიცვალა. მეორე ბავშვი კი ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.

როგორც გუშინ ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, ძლიერმა ქარმა ბათუმის ბულვარში დამონტაჟებული ბატუტი გაიტაცა, რომელზეც ბავშვები ერთობოდნენ. დაშავებული ბავშვები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.