ბავშვი, რომელსაც ქუთაისში მანქანა დაეჯახა, დაიღუპა

პუბლიკა

ბავშვი, რომელსაც ქუთაისში ავტომობილი დაეჯახა გარდაიცვალა.

იგი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში სასწრაფოს გადაჰყავდა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

ამ ინფორმაციას ქუთაისის სასწრაფო დახმარების ცენტრში ადასტურებენ.

ქუთაისში, ნიკიას ქუჩაზე, ველოსიპედით მოძრავ ბავშვს მანქანა რამდენიმე საათის წინ დაეჯახა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.