არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენის ბრალდებით შიდა ქართლში მამაკაცი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 138-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის ქმედებას წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ბავშვის ბაბუა, რომელსაც ბრალდება წარედგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.