ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენის ბრალდებით კაცი დააკავეს

პუბლიკა

არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენის ბრალდებით შიდა ქართლში მამაკაცი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 138-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის ქმედებას წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ბავშვის ბაბუა, რომელსაც ბრალდება წარედგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

LB loan image desktop LB loan image mobile