„ბაზის ბანკი” „ლიბერთი ბანკს” ყიდულობს — საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი განხილვა დაიწყო.
კერძოდ, სების განცხადებით:
„საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს სს „ბაზისბანკის“ (ს/ნ 203841833) მიერ სს „ლიბერთი ბანკის“ (ს/ნ 203828304) აქციების 95.99%-ის შესაძლო შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს. ორივე ზემოხსენებული ეკონომიკური აგენტი საბანკო სექტორში საქმიანობს.
დაინტერესებულ პირებს შესაძლო კონცენტრაციასთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ 2025 წლის 23 ივლისის ჩათვლით, საქართველოს ეროვნულ ბანკში მისამართზე: ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1, ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე: info@nbg.gov.ge”.
„ლიბერთი ბანკი” საქართველოში აქტივების ზომით სიდიდით მესამე ბანკია.
ბანკის უახლესი ფინანსური მონაცემებით, მისი მფლობელები არიან „ჰანიველ პარტნერსის” დამფუძნებლები ირაკლი რუხაძე (31.4%), ბენჯამენ მარსონი (31.4%) და იგორ ალექსეევი (31.4%).
„ბაზის ბანკი” კი სიდიდით მეოთხეა. მას ჩინური „ჰუალინგ ჯგუფი” ფლობს.
ირაკლი რუხაძემ „ლიბერთი ბანკის” გაყიდვის შესახებ ინფორმაცია ივნისში დაადასტურა.