ბაზრობებისთვის რეკომენდაციები ამ ეტაპზე არ არის, თუმცა სიტუაცია ნებისმიერ დროს შესაძლოა შეიცვალოს - კალაძე

მინდია გაბაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ, ტელეკომპანია პირველის ეთერში აღნიშნა, რომ ბაზრებთან და ბაზრობებთან რეკომენდაციები ამ ეტაპზე არ აქვთ, თუმცა არ გამორიცხავს რომ ხვალ ვითარება შესაძლოა შეიცვალოს.

„ამ მიმართულებით ჯერ რეკომენდაციები არ არის, რადგან ღია სივრცეები ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ არ იქნება რეკომენდაციები, რომ ბაზრების და ბაზრობების მუშაობა დროებით იყოს შეჩერებული.
იმდენად სენსიტიური თემაა და იმდენად ყოველდღიურად იცვლება სიტუაცია, მე მიჭირს იმაზე საუბარი, რომ ხვალ ჩვენ შეიძლება არ გამოვაცხადოთ  და არ მივმართოთ იმავე ღონისძიებებს, რასაც, მაგალითად, საბავშვო ბაღების, სკოლებისა და სხვადასხვა ბიზნესსექტორის საქმიანობებისას მივმართეთ. არ გამოვრიცხავ რომ ბაზრობებზეც იგივე მოხდეს“, – აღნიშნა თბილისის მერმა გადაცემა „რეაქციაში“.