კვირას, 9 თებერვალს, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 97-ით გაიზარდა, რაც დღიური სიკვდილიანობის მაჩვენებლით ყველაზე მაღალი ნიშნულია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ჩინეთში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 908-ს მიაღწია, თუმცა ინფიცირების ახალი შემთხვევებით სიტუაცია შედარებით დასტაბილურებულია.
ჩინეთის ტერიტორიაზე 40 171 ინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო 187 518 ადამიანი კი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
ჩინეთის მიერ გავრცელებული მონაცემებით, 3 281 პაციენტი ვირუსისგან განიკურნა და საავადმყოფოდან გაწერეს.
ახალი ვირუსის შესახებ ცნობა პირველად ვუჰანში გაჩნდა, ჰუბეის პროვინციის დედაქალაქში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდაფეთქება საგანგებო სიტუაციად 30 იანვარს ცნო.