რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქ მარიუპოლის დაბომბვა მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა უკრაინელი სამხედროები ჩაბარდებიან. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ცნობით, პუტინმა ეს კომენტარი სამშაბათს ღამით საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთსაათიანი სატელეფონო საუბრის დროს გააკეთა და ამის შესახებ ინფორმაცია კრემლმა გაავრცელა.
თუმცა, BBC-ის ცნობით, საფრანგეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ლიდერი დათანხმდა განიხილოს გეგმები ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ.