ლუკაშენკას თქმით, ბელარუსი ჯარისკაცები ომში არ ჩართულან - ბელარუსული მედია

პუბლიკა

ბელარუსის სახელისუფლებო მედიაგამოცემა БелТА ავრცელებს ალიაქსანდრ ლუკაშენკას კომენტარს, რომ ბელარუსი ჯარისკაცები უკრაინაში არ შეჭრილან. გამოცემის ინფორმაციით, ამის შესახებ ლუკაშენკამ საოპერაციო შტაბში გამართული შეხვედრისას ისაუბრა.

„მე ვკითხულობ: დილით, 05:00 საათზე, უკრაინის საზღვარს ბელარუსსა და რუსეთთან თავს დაესხნენ რუსი ჯარისკაცები ბელარუსის მხარდაჭერით. ეს ნაბიჭვრები! ჩვენს ჯარისკაცებს ამ ოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ“, – ციტირებს ლუკაშენკას კომენტარს БелТА.