ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი გარდაიცვალა

პუბლიკა

ბელარუსის სახელისუფლებო მედიის ცნობით, ლუკაშენკას სამთავრობო გუნდის წევრი, საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ მაკეი გარდაიცვალა.

„საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ მაკეი მოულოდნელად გარდაიცვალა“, – წერს Belta.

ვლადიმერ მაკეი 64 წლის იყო და თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა. ის ამ კვირაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში, ერევანში გამართულ სამიტსაც ესწრებოდა. ორშაბათს კი რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან შეხვედრას გეგმავდა.