ბელარუსში სამართალდამცავებმა გუშინ აქციაზე 317 დემონსტრანტი დააკავეს

პუბლიკა

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 4 ოქტომბრის  საპროტესტო აქციების დროს 317 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია TUT.BY ავრცელებს. 

ბელარუსის შსს-ს პრესმდივნის განცხადებით, გუშინ ბელარუსში აქციები გაიმართა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის ათ ცენტრში. მომიტინგეები, ამჯერად, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

მინსკში მომიტინგეების საერთო რაოდენობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დაახლოებით 10 ათასი იყო. გამოცემის ცნობით, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.


9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ მე-6 ვადით იყარა კენჭი. ის 1994 წლიდან მართავს ბელარუსს. მინსკის ცენტრში მოქალაქეები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. ნაციონალური ეგზიტპოლის მიხედვით, ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების თითქმის 80% მიიღო.

არჩევნების დღესვე ბელარუსში დააკავეს ჟურნალისტები, მანამდე კი – სვეტლანა ტეხანოვსკაიას საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები. BBC-ის ინფორმაციით, არჩევნებს არც ერთი საერთაშორისო დამკვირვებელი არ აკვირდებოდა. დაკავებულია საპროტესტო გამოსვლებში მონაწილე ათასობით ადამიანი.