ბელარუსში სამხედრო ტექნიკის მატარებლებს უკრაინისკენ წასვლის საშუალებას არ აძლევენ - ვიაჩენკო

პუბლიკა

ბელარუსში მოქალაქეები რკინიგზით მიმავალ რუსულ სამხედრო ტექნიკას უკრაინაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. ამის შესახებ დევნილობაში მყოფი ბელარუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სვიატლანა ციხანოუსკაიას მრჩეველი ფრანაკ ვიაჩორკა წერს.

„ბელარუსი პარტიზანთა მიწაა. ჩვენი გმირები აჩერებენ რუსულ მატარებლებს, აზიანებენ რუსულ ტექნიკას, არიგებენ ბუკლეტებს, რომ შეაჩერონ ბელარუსი სამხედროების უკრაინაში შესვლა. უკრაინა გაიმარჯვებს, ბელარუსიც გათავისუფლდება“, – წერს ვიაჩორკა Twitter-ზე.

ბელარუსში რუსული ტექნიკის შეჩერებაზე ავრცელებს ინფორმაციას უკრაინის რკინიგზის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელი ოლექსანდრ კამიშინიც. მისი თქმით, უკრაინელებმა თხოვნით მიმართეს ბელარუსის რკინიგზის თანამშრომლებს, რომ არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები და მოხარულები არიან იმით, რასაც ახლა ბელარუსები აკეთებენ.

„ამ დროისთვის შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინასა და ბელარუსს შორის სარკინიგზო კავშირი არაა. არ შემიძლია დეტალების გამხელა, მაგრამ მადლობელი ვარ იმისთვის, რასაც ბელარუსის რკინგიზის თანამშრომლები აკეთებენ“, – განაცხადა კამიშინმა.