ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა აფხაზეთში ჩავიდა

პუბლიკა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ბელორუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკას ბიჭვინთაში შეხვდა. ინფორმაციას Ekho Kavkaz ავრცელებს.

ბჟანიამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ლუკაშენკა აფხაზეთისთვის  „ძალიან მისასალმებელი სტუმარია, რომელსაც დიდხანს ელოდნენ“. მისი თქმით, 1996 წლის იანვარში, დსთ-ს სამიტზე, სწორედ ლუკაშენკამ ისაუბრა ომის შემდგომი აფხაზეთის ეკონომიკური ბლოკადის წინააღმდეგ.

ბჟანიამ მადლობა გადაუხადა ლუკაშენკას ჩასვლისთვის და განაცხადა, რომ იმედოვნებს, ეს ვიზიტი ბელორუსსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ურთიერთობები გაღრმავდება.

„ალბათ, 25-27 წლის ასაკში ვიყავი ამ წმინდა მიწაზე. ბუნებრივია, არა როგორც პრეზიდენტი, არამედ ჩვეულებრივი ადამიანი, პარლამენტის წევრი. გუშინ ჩვენ განვიხილეთ აფხაზეთის პრობლემები ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმერ პუტინთან. დაღამებამდე ბევრი ვიმსჯელეთ ამ საკითხებზე და მივედით დასკვნამდე, რომ აფხაზეთი არ უნდა იყოს მიტოვებული, მას დახმარება სჭირდება, რათა ამ მიწაზე ხალხმა, ვინც აქ ცხოვრობს, ნორმალურად იცხოვროს“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

Ekho Kavkaz-ის ცნობით, ბელორუსის ლიდერმა შესთავაზა ბჟანიას, რომ განიხილონ, როგორ გააძლიერონ ურთიერთობები. გამოცემის ცნობით, ინფორმაცია იმის შესახებ, აპირებს თუ არა ის ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, არ ვრცელდება.

LB loan image desktop LB loan image mobile