ბექჰემმა პირადი სოციალური ქსელები ხარკოვში მცხოვრებ ქალს გადასცა, რომ ამბები გააზიაროს

პუბლიკა

ინგლისელმა ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა თავისი სოციალური ქსელები ხარკოვში, რეგიონალური პერინატალური ცენტრის ხელმძღვანელს გადასცა, რომელიც უკრაინიდან ამბებს გააზიარებს.

ამის შესახებ ფეხბურთელმა Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ისაუბრა.

„დღეს მე გადავცემ ჩემს სოციალურ ქსელებს ირინას, რეგიონალური პერინატალური ცენტრის ხელმძღვანელს ხარკოვში, უკრაინაში, სადაც ის ეხმარება დედებს მშობიარობაში.

მიადევნეთ თვალი ჩემს სთორებს, რომ გაიგოთ მეტი იმ საოცარი სამუშაოს შესახებ, რომელსაც ირინა და სხვა ჯანდაცვის მუშაკები აკეთებენ უკრაინაში სიცოცხლის გადასარჩენად”, – ამბობს ბექჰემი.