ბერდიანსკის მახლობლად განადგურდა რუსული სადესანტო ხომალდი - უკრაინის ფლოტი

პუბლიკა

ზაპოროჟიეს ოლქში, ბერდიანსკთან ახლოს, განადგურდა რუსული სადესანტო ხომალდი „ორსკი“. ინფორმაციას UNIAN უკრაინის სამხედრო ფლოტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

„ბერდიანსკის პორტთან განადგურდა საოკუპაციო ჯარის ხომალდი „ორსკი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე გამოქვეყნებულია ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ ფეთქდება და იწვის ხომალდი.