„ბერლინალეს“ გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

პუბლიკა

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ოქროს დათვით“ რადუ ჟუდე დაჯილდოვდა ფილმისთვის – Bad Luck Banging or Loony Porn (რუმინეთი); 

ჟიურის გრანპრი გადაეცა რიოსუკე ჰამაგუჩის ფილმს – Wheel of Fortune and Fantasy (იაპონია);

ჟიურის პრიზი გადაეცა მარია შპეთს ფილმისთვის – Mr. Bachmann and His Class (გერმანია);

„ვერცხლის დათვი“ საუკეთესო რეჟისურისთვის გადაეცა დენის ნეიგს ფილმისთვის – Natural Light (უნგრეთი);

„ვერცხლის დათვი“ მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის გადაეცა მარენ ეგერტს. მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის კი ლილა კიზლინგერს;

„ვერცხლის დათვი“ საუკეთესო სცენარისთვის გადაეცა ჰონგ სან სუს ფილმისთვის – Introduction (სამხრეთ კორეა)

ალექსანდრე კობერიძის ფილმმა „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“ კი კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ჯილდო მიიღო

ჟიურიმ გადაწყვეტილება რამდენიმმე წუთის წინ გამოაცხადა.

წლევანდელ ფესტივალზე 6-წევრიან ჟიურის პრეზიდენტი არ ჰყავდა. წელს მთავარ საკონკურსო პროგრამაში ფილმებს ის რეჟისორები აფასებდნენ, რომლებიც წინა წლებში „ოქროს დათვით“ დაჯილდოვდნენ: მოჰამად რასულოფი (ირანი), ნადავ ლაპიდი (ისრაელი), ადინა პინტილიე (რუმინეთი), ილდიკო ენედი (უნგრეთი), ჯანფრანკო როსი (იტალია), იასმილა ჟბანიჩი (ბოსნია და ჰერცოგოვინა).


მთავარ საკონკურსო პროგრამაში ალექსანდრე კობერიძის ფილმიც იყო შერჩეული, რომელშიც სიუჟეტი ქუთაისში ვითარდება. ფილმი ლიზასა და გიორგის სიყვარულის უცნაურ ისტორიაზე მოგვითხრობს. „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურბთ“ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მესამე ქართული ფილმია, რომელიც „ბერლინალეს“ მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. წლევანდელ მთავარ კონკურსში მონაწილეობდნენ ისეთი რეჟისორები, როგორიცაა ჰონ სანგ სუ, სელინ სიამა და ა.შ.