გია გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობი“ ბერლინის კედლის ფრაგმენტზე წარწერის გამო ჯერ არ დაჯარიმებულა. ამის შესახებ „პუბლიკას“ თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში განუცხადეს.
როგორც მერიაში ამბობენ, კანონით გათვალისწინებულ ვადებში მიმდინარეობს პროცესი და ამ ეტაპზე ჯერ აღსრულება არ დამდგარა, თუმცა ამბობენ, რომ საქმე პროცესშია. ფრაგმენტზე წარწერა უკვე წაშლილია.
9 აპრილს გია გაჩეჩილაძემ თანამოაზრეებთან ერთად ევროპის მოედანზე აქცია გამართა და „საქართველოს მარადისობის დღე“ დააფუძნა. მან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტზე პულივიზატორით წარწერა გააკეთა „ღმერთი სიყვარულია“.
ბერლინის კედლის ფრაგმენტი ქართულ-გერმანული მეგობრობის ნიშნად 2017 წელს დაიდგა.
ქალაქის მუნიციპალიტეტმა განმარტება გააკეთა, რომ ადგილი ჰქონდა კანონდარღვევის ფაქტს: „მერია იმოქმედებს კანონის შესაბამისად და გამოიწერება ჯარიმა. ძეგლზე წარწერის გაკეთება 1000 ლარით ჯარიმდება”.