გაჩეჩილაძემ ევროპის მოედანზე ბერლინის კედლის ფრაგმენტი მოხატა

პუბლიკა

ევროპის მოედანზე, მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ორგანიზებით, „მდუმარე აქცია“ გაიმართა. ადგილზე შეკრებილებმა  ევროპის მოედნიდან მსვლელობით საპატრიარქოსთან გადაინაცვლეს, საბოლოოდ კი ღონისძიება „დედაენის ბაღში” დასრულდება.

ევროპის მოედანზე სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ გია გაჩეჩილაძემ მოხატა ბერლინის კედლის ფრაგმენტი, რომელიც ქართულ-გერმანული მეგობრობის ნიშნად 2017 წელს დაიდგა.

გაჩეჩილაძემ კედელს მიაწერა – “ღმერთი სიყვარულია”

2017 წელს ფრაგმენტის დადგმის ცერემონიას ესწრებოდა  გერმანიის ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩი, რომელმაც აღნიშნა, რომ კედელი იქნება სიმბოლო იმისა, რომ ერთ დღეს საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს, რადგან ეს ფრაგმენტი აჩვენებს, რომ არაფერია შეუძლებელი, მთავარია მოთმინება.

უნდა დაჯარიმდეს თუ არა გია გაჩეჩილაძე კედლის ფრაგმენტის მოხატვის გამო ამის გასარკვევას “პუბლიკა” თბილისის მუნიციპალიტეტს დაუკავშირდა. უწყებიდან მიღებულ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.