ბერნი სანდერსი ნევადას შტატის კოკუსშიც ლიდერობს

პუბლიკა

აშშ-ში, ნევადას შტატში „დემოკრატების“ საპრეზიდენტო მარათონში ბერნი სანდერსი ლიდერობს. CNN-ის ინფორმაციით, ნევადას კოკუსში წინასწარი მონაცემებით, სანდერსმა ხმების 46.6% მოიპოვა, აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი 19.2%. მესამე ადგილზეა პიტ ბუტეჯეჯი, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 15.4% მიიღო, მეოთხეზე კი – სენატორი ელიზაბეთ უორენი -10.3%-ით.

სენატორმა ბერნი სანდერსმა ნიუ-ჰემფშირის შტატში რამდენიმე დღის წინ გამართული პრაიმერიც მოიგო. შემდეგი შტატი კი სადაც საპრეზიდენტო კანდიდატებს უნდა დაუჭირონ მხარი სამხრეთ კაროლინაა.