უნდა მივუბრუნდებთ იმ ინიციატივას, რომელიც დიდი ხანია თაროზეა შემოდებული და მე წარმოვადგინე ჩავარდნილი ნარკოპოლიტიკის რეფორმის გამო, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამოუკიდებლემა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა. მან პარლამენტს მოუწოდა, დაიწყონ განხილვა ამნისტიის პროექტისა, რომელიც ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულ პირთა გარკვეულ კატეგორიას ეხება.
„იცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ არის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლში შესატანი ცვლილები – არის უსერიოზულესი სამართლებრივი პრობლემა, როდესაც არსებობს ერთის მხრივ გადაწყვეტილება და მეორეს მხრივ, ეს გადაწყვეტილება პარლამენტის მიერ არ სრულდება. ამით პარლამენტი უპატივცემულობასაც სასამართლოს მიმართაც გამოხატავს და მოქალაქის მიმართაც, რომელიც ელოდება იმ კანონის შემსუბუქებას, რომლის გამოც წლებია სასჯელს კიდევ იხდიან.
ამიტომ უნდა მივუბრუნდეთ ამ ამნისტიის კანონს, რომელიც ერთგვარად გამოსავალს იძლევა ამ კრიტიკულ სიტუაციაში”, – განაცხადა ბესელიამ.
პარლამენტში ინიცირებამდე ბესელიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამნისტიის პროექტი შეეხება:
► იმ პირებს, რომლებიც სასჯელს იხდიან ნარკოტიკული საშუალების შეძენის, შენახვის ან დამზადების ნიშნით კვალიფიცირებული დანაშაულისთვის და გათავისუფლდებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან;
► ეს პროექტი ასევე შეეხება იმ პირებს, რომლებიც სასჯელს იხდიან ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისთვის;
► ასევე, იმ პირებს, რომლებიც სასჯელს იხდიან მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვისთვის;
► ამავე პროექტის მიხედვით, სასჯელისგან გათავისუფლებულ პირებს ასევე უნდა მოეხსნათ ნასამართლეობა და უნდა აღუდგეთ ჩამორთმეული უფლებები;