ბესიკ თამლიანს პატიმრობა შეეფარდა, ის პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლოს სხდომას ესწრება ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი. მისი ინფორმაციით, ბესიკ თამლიანი ბრალს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს.

„ფორმულას“ ცნობით, საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 27 იანვარს ჩაინიშნა.

გამოძიება ბესიკ თამლიანს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებულ დანაშაულს ედავება, რაც პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ხუთ წლამდე.


ბესიკ თამლიანი 20 ივნისის საქმეზე იყო  ბრალდებული. სამართალდამცველებმა ბის 20-21 ივნისის საქმეზე 4 ივლისს კიდევ სამ პირთან ერთად დააკავეს. მას ბრალად ედებოდა  ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა/ორგანიზებაში, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით. თამლიანი პატიმრობიდან 2020 წლის 23 მარტს გაათავისუფლეს.