ბესიკის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი იწვის, ადგილზე მობილიზებულია 16 სახანძრო ეკიპაჟი - საგანგებო

პუბლიკა

მთაწმინდაზე, ბესიკის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი იწვის. როგორც „პუბლიკას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

უწყების ცნობითვე, ადგილზე მობილიზებულია 16 ეკიპაჟი და მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები.