ბევრი საჩივარი შემოვიდა ძალადობასა და დაშინებაზე, ძირითადად, ოპოზიციის მიმართ – ევროპარლამენტარი

პუბლიკა

ლატვიელი ევროპარლამენტარის, ინესე ვაიდერეს შეფასებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური, მთლიანობაში, კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა მეორე ტურში დამკვირვებლებმა ასევე დააფიქსირეს ბევრი საჩივარი ძალადობასა და დაშინებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში საარჩევნო პროცესი კარგად იყო ადმინისტრირებული და ასევე, ვნახეთ უამრავი ქალის მყარი გადაწყვეტილება, რომ ხელი შეეწყოთ საარჩევნო პროცესის კარგად წარმართვისთვის. ძალიან დიდი მადლობა ქალებს, ვინაიდან მათ ძალიან კარგად იმუშავეს საარჩევნო უბნებზე.

მეორე ტურში ჩვენმა დაკვირვებამ დაადასტურა, რომ ძალიან ბევრი საჩივარი შემოვიდა ძალადობასთან დაკავშირებით, ასევე, დაშინებასა და წამქეზებელი სიტყვების გამოყენებასთან დაკავშირებით, ძირითადად, ოპოზიციის მიმართ. თბილისში არ იყო დიდი დარღვევები, რამდენიმე გართულების გარდა. ჩვენმა გუნდმა ზუგდიდში, საარჩევნო უბნების მახლობლად დააფიქსირა არეულობები. ვიცით, რომ მედიამ გააშუქა ეს მოვლენები, რაც ხდებოდა ზუგდიდის რამდენიმე საარჩევნო უბანზე. მოსყიდვის ფაქტების შესახებაც მოგვახსენეს.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ საზღვარს, როგორც ჩვენ გვითხეს, აფხაზეთიდან მოქალაქეები ვერ გადმოვიდნენ ზუგდიდის მიმართულებით. მათ, ფაქტობრივად, აღეკვეთათ არჩევანის უფლება.

საქართველო არის ნომერ პირველი, უმაღლეს პარტნიორებს შორის ევროკავშირისთვის. კარგი იქნებოდა თუ საქართველოს პოლიტიკური კლასი წერტილს დაუსვამდა ამ გაყოფას და უფრო მეტად ყურადღებას გაამახვილებდა თანამშრომლობასა და რეფორმებზე. ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციების შესრულებას. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობას,” – განაცხადა ევროპარლამენტარმა.