პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტ დერეკ მიტჩელს შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და NDI-ის პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.
NDI-ის დირექტორი საქართველოში ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ის აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანასაც შეხვდა.