ბიძინა ივანიშვილის დიდი პატივისცემით ვარ დღეს აქ – ელისო ბოლქვაძე

პუბლიკა

„მისი დიდი პატივისცემით, მე ვარ დღეს აქ“,– განაცხადა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ ელისო ბოლქვაძემ „ტვ პირველთან“ საუბრისას.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის არის და ეს არის ჩემი აზრი, ვინც იზიარებს, იზიარებს და ვინც არ აზიარებს, ნუ იზიარებს, ჩემთვის არის ადამიანი, რომელიც დარჩება საქართველოს ისტორიას, როგორც აბსოლუტურად უნიკალური პიროვნება, მეცენატი. ადამიანი, რომელმაც გადაარჩინა საქართველო. მე არ ვახვევ ამას თავს არავის, მაგრამ, მე მაქვს უფლება, ჩემი აზრი მქონდეს და მისი დიდი პატივისცემით, მე ვარ დღეს აქ“, – აცხადებს ბოლქვაძე.