ბიძინა ივანიშვილის კაპიტალის 80% ხმარდება ქვეყნის საქმეებს - თავდაცვის მინისტრი

პუბლიკა

„ბიძინა ივანიშვილის კაპიტალის 80% ხმარდება ქვეყნის საქმეებს. თუ ამის უკან რაიმე განზრახვაა, ამ თანხების უკანონოდ მითვისების, ეს ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ეს თანხა უნდა მოხმარებოდა საქართველოს განვითარებას, “- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

გადაცემაში მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებების წერილობით ვერსიას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ჯუანშერ ბურჭულაძე ივანიშვილისა და შვეიცარიულ ბანკს შორის არსებულ დავას გამოეხმაურა. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ფული ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში მონაწილე კაპიტალია.

„ეს არის ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს ფული. ყველამ უნდა ცოდეს, რომ ეს არის ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში მონაწილე კაპიტალი და მინიმუმ, ყველას შინაგანი პროტესტი გვქონდეს“, – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.