„ბიძინას ბოსტანი“ - პარლამენტის წინ ღობეზე წარწერა გააკეთეს

პუბლიკა

„ბიძინას ბოსტანი“ – პარლამენტის წინ, ღობეზე წარწერა გააკეთეს. ფოტოს მოძრაობა „სირცხვილია“ ავრცელებს.

დღეს დილიდან პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიიდან საბავშვო ატრაქციონები აიღეს და ტერიტორია მწვანეგადასაფარებლიანი მოაჯირებით შემოსაზღვრეს.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარლამენტის წინ რკინის ჯებირებით ჩადგმის მიზეზად სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასახელა.

„დღეს ვიწყებთ პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

იქნება ახალი ფილები, ფანტანები, გამწვანებითი სამუშაოები“, – განაცხადა მან.

ეს არის ტერიტორია, სადაც ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პერმანენტულ აქციებს მართავდა. აქ განთავსებული იყო სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი. ის უკვე წლებია შვილის მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. მაჩალიკაშვილის კარავი მერიამ წინასაახალწლოდ აიღო და მის ადგილას საბავშვო ატრაქციონები დადგა.