„ბიძინას ბუტკა" - ივანიშვილის სახლთან აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს

პუბლიკა

ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილის სახლთან მოძრაობა შეცვალე აქცია-პერფორმანსს მართავს. ახალგაზრდებმა „ქართული ოცნების” თავმჯდომარის სახლთან მუყაოს „ბუტკა”მიიტანეს.

„ბიძინა შედი ბუტკაში” – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან პერმანენტულად იმართება სხვადასხვა სახის აქცია. ოპოზიციის გეგმით, აქციები მანამ გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლებას მოთხოვნებს არ შეასრულებინებენ.

LB image desktop LB image mobile