ბიურომ ცნობად მიიღო „რეფორმების ჯგუფის“ და „ლელოს“ ფრაქციების გაუქმების შესახებ ინფორმაცია

პუბლიკა

პარლამენტის ბიურომ ცნობად მიიღო ინფორმაცია ორი ოპოზიციური ფრაქციის, „რეფორმების ჯგუფის“ და „ლელოს“გაუქმების შესახებ.

ეს ორი ფრაქცია პარლამენტიდან ზურაბ ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ვადაზე ადრე გასვლის გამო გაუქმდა. ფრაქციაში დარჩენილ წევრთა რაოდენობა ვეღარ აკმაყოფილებდა ფრაქციის შექმნისთვის საჭირო რიცხვს.

პარლამენტში „ლელოს“ წევრებმა ფრაქციის ნაცვლად პოლიტიკური ჯგუფი შექმნეს, რაც ბიურომ ცნობად მიიღო.