,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში  გრძელდება

ფასიანი განთავსება

,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში  ლიბერთი, აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრების სერიას აგრძელებს. ამჯერად, ლიბერთი პარტნიორებთან ერთად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შიდა ქართლის რეგიონის აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.  

,,ბიზნეს დიალოგის”  სპიკერებმა, ლიბერთის, სოფლის განვითარების სააგენტოს,  სახელმწი-ფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“, ,,მერსი კორფსისა“ და  ,,ნიუ ვიჟენ“ დაზღვევის წარმომადგენლებმა, ისაუბრეს სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარები-სთვის არსებულ ყველა იმ შესაძლებლობებზე, რაც დღეს ხელს შეუწყობს მოქმედ კომპანიებს კიდევ უფრო გაზარდონ საკუთარი ბიზნესი.  

,,ლიბერთის ,,ბიზნეს დიალოგი“- მიზანიარეგიონებში უშუალო შეხვედრები როგორც არსებულასევე პოტენციურ მომხმარებლებთან აგრომცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით. დიალოგის ფორმატი კარგი საშუალებაა, რაც შეიძლება ახლოს მივიდეთ მეწარმეებთან, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, გავაცნოთ ჩვენი პროგრამის მხარდამჭერი პარტნიორები და ლოკალურად შევისწავლოთ აგრო და ბიზნეს კომპანიებისსაჭიროებებიასევე, გავაცნოთ ლიბერთისთან პარტნიორობის და დაფინანსების შესაძლებლობები და ჩვენს პარტნიორებთან ერთად დაგეგმილი სამომავლო პროექტები.

წელს უკვე თითქმის მთელი საქართველო მოვიცავით და მსგავსი ტიპის შეხვედრები როგორც ბანკისთვის, ასევე ბიზნესისთვის ნაყოფიერია. იდეების და საჭიროებების ურთიერთგაზიარება ახალი საბანკო შეთავაზებების შექმნას და მცირე და საშუალო ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობას უწყობს ხელს.“

– ვაჟა მენაბდელიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

,,ლიბერთი, სოფლის განვითარების სააგენტოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, განსაკუთრებით სისტემური პროგრამებისა და პირდაპირი გადახდების პროექტების განხორციელების პროცესში. მადლობას ვუხდით ბანკს აქტიური თანამშრომლობისთვის.   მათ მიერ ორგანიზებული ღონისძიება, ბიზნეს სექტორსა და სახელმწიფოს შორის საუბრისკენ კიდევ ერთი წინგადადგმული პოზიტიური ნაბიჯია.   სოფლის განვითარების სააგენტოს სახელით შიდა ქართლის რეგიონის ბიზნესის წარმომადგენლებს მივაწოდეთ  ამომწურავი ინფორმაცია ჩვენი მიმდინარე პროექტების შესახებ, ვისაუბრეთ ყველა იმ სიკეთეზე , იქნება ეს ფინანსური თუ სხვადასხვა სახის მხარდაჭერა, რომელიც ბენეფიციარებს დაეხმარება საკუთარი ბიზნესის ეფექტურად მართვაში. მივესალმებით ყველა ინიციატივას, რომელიც ბიზნესისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას უზრუნველყოფს“ – მარიამ გელაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების განვითარები დეპარტამენტის უფროსი. 

,,სააგენტოსთვის “აწარმოე საქართველოში” ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. ლიბერთი ბანკის მიერ ორგანიზებული ბიზნეს დიალოგის ფორმატის შეხვედრები დადებით გავლენას მოახდენს საბანკო პროდუქტების უკეთ გაცნობაზე, მათ შორის სახელმწიფო პროგრამების ცნობადობის ამაღლებაზე, არსებული მცირე თუ საშუალო ბიზნესის განვითარების მოტივირებაზე და ახალი, საინტერესო იდეების გენერირებაზე. სააგენტოსა და ლიბერთის შორის თანამშრომლობა რამდენიმე წელია წარმატებით მიმდინარეობს და მზად ვართ მხარი დავუჭიროთ კიდევ უფრო მეტ და საინტერესო პროექტს სახელმწიფო მხარდაჭერის სხვადასხვა მექანიზმებით.“ – გიგი მინაძე, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის პროგრამის მენეჯერი

,,ნიუ ვიჟენ დაზღვევა”  მხარს უჭერს ლიბერთის ინიციატივას ,,ბიზნეს დიალოგი”, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს.  ჩვენთვის, როგორც ლიბერთის ერთ-ერთი პარტნიორისთვის მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის შეხვედრები რეგიონებში. მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, ამჯერად შიდა ქართლის რეგიონში, ბიზნეს სექტორისთვის კიდევ ერთხელ გაგვეცნო ჩვენი სადაზღვევო პროდუქტები და სამომავლო გეგმები. ვიმედოვნებთ, დაზღვევა მათ დაეხმარება  თავიანთი ბიზნესის განვითარებაში“ – ზაზა ხოსროშვილი ,,ნიუ ვიჟენ დაზღვევის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.  

 ,,მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებითა და  ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით,   საქართველოს 18 მუნიციპალიტეტში ახორციელებს მასშტაბურ პროექტს  ,, ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE), რომლის მიზანია სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობა.  ვფიქრობთ, ბანკის ინიციატივა – ,,ბიზნეს დიალოგი“, კარგი შესაძლებლობაა შევხვდეთ რეგიონებში დასაქმებულ მცირე და საშუალო ბიზნეს წრეებს და გავაცნოთ  რეგიონებში ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარების პროგრამის განხორციელების მიმდინარეობა და მოსალოდნელი დადებითი შედეგები. ასევე მივესალმებით ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ახალგაზრდა მეწარმეებსა და გამოცდილ მეწარმეებს შორის კავშირების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს“ – უჩა ვარამაშვილი, “ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის” პროექტის დირექტორი

სს ლიბერთი ბანკის შესახებ

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით – 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.