ბიზნესოპერატორები, რომლებიც ფუნქციონირებას განაგრძობენ - სია

მინდია გაბაძე

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე სურსათის ეროვნული სააგენტო იმ ბიზნესოპერატორების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც ფუნქციონირებას განაგრძობენ:

 ფუნქციონირებას განაგრძობენ: 
• სურსათის/ცხოველთა საკვების საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტები:
(მაღაზიები, საბითუმო/საბაჟო საწყობები, აგრარული ბაზრები);
• სურსათის სამაცივრე მეურნეობები;
• სურსათის წარმოება/გადამამუშავებელი საწარმოები (მათ შორის, პურფუნთუშეულის საცხობები, ცხოველთა სასაკლაოები (სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე));
• საზოგადოებრივი კვების ობიექტები, მხოლოდ მიწოდების სერვისით;
• ცხოველის საკვების გადამამუშავებელი საწარმოები;
• სურსათის/ცხოველთა საკვების დისტრიბუტორები (მათ, შორის
იმპორტიორები);
• ვეტერინარული კლინიკები;
• ცოცხალი ცხოველების ბაზრები/ბაზრობები;
• ცხოველთა ფერმები;
• ვეტერინარული აფთიაქები/ვეტერინარული პრეპრატების საბითუმო
ვაჭრობის ობიექტები;
• ზოომაღაზიები;
• პესტიციდებისა და აგროქიმიქატების აღიარებული საცალო/საბითუმო
ობიექტები;
• სურსათის/ცხოველთა საკვების ლაბორატორიები;
• საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიები.


გუშინ, 21 მარტს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლისთვის ახალი შეზღუდვების შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიების, სააფთიაქო ქსელისა და ბენზინ გასამართი ქსელის, საფოსტო და საბანკო განყოფილებებისა, უნდა დახუროს.