ბლინკენი: მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლა ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავებას ემსახურება

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან რუსეთის გასვლა ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავებას ემსახურება. ენტონი ბლინკენის ამ განცხადებას გამოცემა Reuters ავრცელებს.

„რუსეთის ნებისმიერი ქმედება, რომელიც აფერხებს მარცვლეულის ექსპორტს, არსებითად არის განცხადება, რომ ადამიანებმა და ოჯახებმა მთელ მსოფლიოში უნდა გადაიხადონ მეტი საკვებისთვის, ან იშიმშილონ“, – თქვა ბლინკენმა.

რუსეთი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპოერტის შესახებ დადებული შეთანხმებიდან გადის. ამის შესახებ გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება.  მათი ცნობით, შეთანხმებაში მონაწილეობის შეწყვეტის მიზეზია სევასტოპოლის პორტში მომხდარი აფეთქება. რუსეთის მიერ ოკუპირებული სევასტოპოლის პორტში აფეთქება 29 ოქტომბერს მოხდა. რუსეთი თავდასხმაში უკარინას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თავდასხმა უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებით განხორციელდა.