(ბლოგი ლექსად)
მეთქმევინე, ბლოგო, ლექსად,
თეთრ ულაყად.
მათქმევინე, თუ ამ კრემლის ნახმარმა
და ქართულმა ოცნებამ
ხალხს თავი როგორ გამოულაყა.
ბიძინა ივანიშვილი
ამათი მამა ღმერთია, მამა ამება.
იგია ამება განა მარტო იმიტომ,
რომ ხარბი პრიმიტივია და – მტაცებელი,
არამედ თანაც იმიტომ,
რომ უნდა ქართველმა ასე თქვას:
მე, ბრიყვს, შემხედვარეს მისი მილიარდების,
თავგზა თვალივით ამება, ამება.
ახლა მოდის კი თავსხმად
კოკისპირული
და სიბინძურის წვიმა.
და რათა მან არ
ჩამორეცხოს და ჩამოანგრიოს
ჭერი ჭერმების სიმსხო სისხლის წვეთებით,
არ ჩამობეროს ბინძური ტყუილით გატენილ ცურად
ის, რაც ისედაც შეფერთხილი
და აყალ–მაყალ ბიაზია
მე დავახვედრო უნდა,
სახურავების განმტვირთველი,
ამ წუმპეების არდაგუგების
და არშენახვის ეს საწვიმარი მილი, არდების.
აქ მოიყარა, საქართველოში, თავი,
რაც კი სადმეა ცრუ ევროპა და ყალბი აზია!
მართავს ქვეყანას წმინდა სამება,
რომლის თავშია,
ზემოთ რომ ვახსენე, ის წუწკი ამება.
და ამ სამების სულიწმიდაა
წულუკიანის გვარით ცნობილი
და ქალბატონი
სულ სულიერი ფრანკენშთეინი!
ხოლო სამების მესამე წევრია,
ძე ამებისა და მისი
ძე ნაშიერი:
რეპტილოიდი გახარია.
და ამ სამებით მთელი ქვეყნის
ასე იოლად გათახსირებას
ხელი წინასწარ
და თან ყოველმხრივ
იმან შეუწყო და შეულაგა,
ათეულობით რომ უკვე წელია,
ხალხად გატანჯულ რაც სხეულს
უტვინობაში ისრუტავს და ათაყვანებს
მართლმადიდებელი ეკლესია,
დაარსებული 1944 წელს მიერ სტალინის,
რომელიც არის სერიული მკვლელი
და მასობრივი არის ჯალათიც,
რომლის უსამარცხვინოესს,
არამხოლოდ ქართველს,
საერთოდაც ადამიანს
მთელი ისტორიის მორევში ვერ ნახავ.
და ყველა მისი მომხრე და მომწონებელი,
მისი ძუძუსიც მწოველი,
ხელით თუ ვერა,
გულით და გონებით თვითონაც
სადისტი და ჯალათია.
მისი იქნება თუ ღმერთის
რწმენა სირცხვილია, რწმენა სირცხვილია!
ამიტომ მე ვარ წმინდა ათეისტი!
ამიტომ გეტყვი მე შენ, რომ
ათეისტობისთვის აუცილებელი
თუ გონებრივი გამბედაობა და პატიოსნება
ჯერ მაინც არ გყოფნის,
ის მაინც უნდა იცოდე შენ, რომ
ამ მიწიერ–ბიწიერი სამების –
ამება ივანიშვილის,
წულუკიანი ფრანკენშთეინის
და გახარია რეპტილოიდის – საქართველოში
რადგან განკითხვის დღეა დამდგარი,
შენზე მოგდებული არჩევანი უმარტივესია,
ან მკვლელი პუტინის შენ ხარ კოლეგა კაგებეშნიკი,
ან ხარ ლიბერალი!