ჩქარი ფიქრები დამოუკიდებლობაზე

გიორგი ხასაია

განუვითარებლობაწერდა ანდრე გუნდერ ფრანკიარ არის არქაული ინსტიტუტების არსებობის და კაპიტალების სიმცირის ბრალი. პირიქითგანუვითარებლობა, იქ სადაც ეს პრობლემა დგასწარმოიშვა და წარმოიშობა იმავე ისტორიული პროცესის შედეგად, რომელსაც კაპიტალიზმის ცენტრებში ეკონომიკურ განვითარებამდე მივყავართკაპიტალიზმის განვითარების შედეგად. ერთი შეხედვით უცნაური თეზისია, საკამათო და შემაშინებელი არაკაპიტალისტურად განწყობილი გონებისთვისაც კი. მაგრამ ემპირიულ დაკვირვებებზე დამყარებული

ზოგადადმსოფლიოსისტემაში  მეტროპოლიებს (ცენტრებს) ახასიათებთ განვითარების ტენდენცია, სატელიტებს (პერიფერიებს) – განუვითარებლობის

დაქვემდებარებული ქვეყნის განვითარება შეზღუდულია სწორედ მისი სატელიტური მდგომარეობითსატელიტების გამოცდილება აჩვენებს, რომ მათი ეკონომიკური განვითარება მით უფრო წარმატებულია, რაც უფრო სუსტია მათი ურთიერთობა მეტროპოლიასთან. ეს ჰიპოთეზა რადიკალურად ეწინააღმდეგება ფართოდ გავრცელებულ აზრს, რომლის მიხედვითაც განუვითარებელ ქვეყნებში განვითარება, მეტროპოლიის განვითარებულ ქვეყნებთან კონტაქტის შედეგია

ეს აზრი მტკიცდება ფარდობითი იზოლაციის ტიპებით ლათინურ ამერიკაში, რომელთა გამომწვევი მიზეზი იყო  სამხედრო კრიზისიან დეპრესია მეტროპოლიებში. ამას ადასტურებს ხუთი ასეთი კრიზისი:  17- საუკუნის ესპანეთის დეპრესია, ნაპოლეონის ომები, პირველი მსოფლიო ომი, 30-ანი წლების დეპრესია და მეორე მსოფლიო ომი. მნიშვნელოვანი ინდუსტრიული განვითარება მაგ. არგენტინაში ბრაზილიასა და მექსიკაში, ასევე ჩილეში, მოხდა ორი მსოფლიო ომისა და დიდი დეპრესიის განმავლობაში. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ზუსტად მეტროპოლიებთან ვაჭრობისა და საინვესტიციო კავშირების შემცირების გამო, ეს სატელიტი ქვეყნები მივიდნენ ავტონომიურ ინდუსტრიალიზაციასთან და მეტნაკლებ განვითარებასთან.  

რატომ მოხდა ისე, რომ რესურსულად ღარიბი, მაგრამ არა სატელიტი  იაპონია ინდუსტრიალიზდა და განვითარდა, მაშინ, როცა რესურსულად მდიდარი ლათინური ამერიკის ქვეყნები და რუსეთი სატელიტებად დარჩნენ? ფუნდამენტური მიზეზი ის არის, რომ იაპონია არ იყო სატელიტი, ამიტომ მის განვითარებას არ ქონდა სტრუქტურული წინაღობები

***

ანუ, რას ამბობ, საქართველოს იზოლაცია ჭირდება? – იკითხავს არც ისე ცოტა

არა.

 საქართველოს ჭირდება ავტონომიური ინდუსტრიალიზაცია და ამის საფუძველზე განვითარება. მაგრამ ეს არ გამოვა, თუ  რეგიონის და ცენტრის მეტროპოლიებზე დამოკიდებულებას არ შეამცირებს და შემცირებასთან ერთად, ერთმანეთის ეკონომიკურ კონკურენტებად არ გახდის. მეორემ შეიძლება განაპირობოს პირველი

აქ უიმედო სურათი გვაქვს: „ქართულმა ოცნებამ” ევროპასთან ურთიერთობა გაიფუჭა, ტრამპმა ჯერჯერობით უმტყუნა, ჩინეთის რეალურ ეკონომიკურ მოთამაშედ შემოყვანა ვერ გაბედა, რუსეთთან პირისპირ დარჩენილს ეშინია და ცდილობს, გამოიცნოს პუტინს რა მოეწონება

ჭიათურის შემთხვევა კარგი ილუსტრაციაა – „ოცნება” მზად არის, ეროვნული მნიშვნელობის მქონე წიაღისეულის ქალაქი, როსტოვის ოლქის გუბერნატორის ყოფილ მრჩეველს, სოცკის ჩააბაროს. შიშიდან ეროვნული ინტერესების ღალატამდე მანძილი სწრაფად იფარება

ხოლო ის, ვისაც ოპოზიცია ქვია, ბრიყვული სიჯიუტით ცდილობს, საქართველო ექსკლუზიური გავლენის სფეროდ დატოვოს

***

 ჩვენი საჯარო პოლიტიკური ცხოვრების ერთი პარადოქსი ეს არისპროევროპულობა და ანტიევროპულობა, ლიბერალიზმი და კონსერვატიზმი, მედასავლეთეობა და რუსეთუმეობა (ეს ოპოზიციები პირობითია და საქმის არსს ნაკლებად გამოხატავს) ზუსტად იქ ხვდებიან და ეთანხმებიან ერთმანეთს, სადაც სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში მინიმუმამდეა დაყვანილი

ეს მანტრა საერთოა

ამ რწმენას სქიზმა არ ეხება.

რაც არ უნდა უცნაური იყოს, “ქართული ოცნება” კოჭლი ლეგიტიმაციის პირობებში ძალაუფლებას ამ მიზეზითაც  ინარჩუნებსმის მიმართ ეკონომიკური პრეტენზიები კორუფციით და გადასახადების დაწევის მოწოდებით ამოიწურება. ანუ ოცნებისკენ მიმავალ სოციალურ უკმაყოფილებას გზად მისივე ოპონენტები ხვდებიან და აქუცმაცებენ, კალაპოტს უცვლიან. ისე, რომ ეს უკმაყოფილება სტრუქტურული გარდაქმნის წინაპირობად არ იქცეს –  ასეთი გარდაქმნა მათ საჭიროებასაც გააქრობდა.  

საქმე გვაქვს ჩიტთან, რომელსაც ორივე ფრთა მარჯვნივ აქვს

***

ბერლინის აეროპორტში ქართველები პასპორტის კონტროლის რიგში ვდგავართ. აეროპორტის თანამშრომლები აგდებით ელაპარაკებიან საქართველოს მოქალაქეებს. ჩვენები, ოდნავ თავდახრილები, ვიზის გადაცილების გამო საყვედურებს მორჩილად ისმენენ. ალბათ მუშაობდნენ, (შეიძლება არალეგალურად) და ანაზღაურება სანამ არ მიიღეს, არ წამოვიდნენვვარაუდობ. დემონსტრაციულად მოყავთ დაკუნთული დაცვის თანამშრომლები და ჩვენები კარგა ხნით  სადღაც მიყავთ. საჩვენებელი ოპერაციაა. რაღაც მწარე მასხამს ყელში. საჩვენებლი დამცირებაა, დადგმული დამცირება. ჩემი ჯერი დადგა. პასპორტის კონტროლის პოლონურსახელიანი, ასაკოვანი  თანამშრომელი მეუბნება, რომ ვიზა გადაცილებულია. სისულელეს მეუბნება, იმიტომ, რომ დღეს 4 ოქტომბერია, მე 4 ნოემბრამდე მაქვს ვადა. კარგად დახედე, ვეუბნები, კიდევ ერთი თვე შემიძლია აქ ყოფნა. უყურებს უყურებს, არა, გადაცილებულია, მეუბნება. სახე ახლოს მიმაქვს იქ, სადაც მინა ამოჭრილია და ხმამაღლა ვეუბნები, რომ კარგად დახედოს, კარგად. საიდანღაც ლუპა გამოაქვს და ლუპით უყურებს. სახეზე წამით დაეტყო, რომ მიხვდა, რომ ტყუილად მაფერხებსმაგრამ ასე მალე უკან როგორ დაიხევს. უყურებს უყურებს, ვითომ რაღაცაში რწმუნდება.გაება, მოუწევს აღიარება, რომ ტყუილად იბრიქებოდა. მარა არა. უტიფრობა კიდევ უფრო მაღიზიანებსნახე? კარგად ნახე? დაგეხმაროშეურაცხყოფილი ვარ, რომ დროს ტყუილად მაკარგვინებ. შეურაცხყოფილი ვარ, რომ ჩემ ხალხს დამამცირებლად ელაპარაკებიუკვე ვყვირი

შეურაცხმყოფელია შე ბოზისშვილო, გაიგე? გაოგნებულმა ამომხედა, მერე გახედა კოლეგას. ახალგაზრდა თურქია. იმან მე შემომხედა და მეუბნება: რა იყო, მაინცდამაინც ბოდიში უნდა მოგიხადოს? რა დღეში ხარ? ხო ბოდიში უნდა მომიხადოს, აბა რა უნდა ქნას. არ უნდა მოიხადოს? არ უნდა მოიხადოს? თვალებს მარიდებენ. პასპორტს მიბრუნებენ. მიბრძანდით მიბრძანდით, ყველაფერი რიგზეა. მიბრძანდით. უკან გავიხედე. ქართველები დგანან დაბნეულები და ისინიც თვალს მარიდებენ. მე მგონი რაღაც დისონანსი შევიტანე. ნაჩვევი დრამატურგია დავარღვიე

წმინდა ნაციონალური ობიექტების რიგში, როგორებიცაა დროშა, საფოსტო მარკა, ვალუტა და ჰიმნი, პასპორტი ყველაზე თავმდაბლურად გამოიყურებაამბობს არჯუნ აპადურაი. პასპორტი ნაციონალური იდენტიფიკაციის წერტილია და არა ნაციონალური იდენტობის და მისი სიწმინდე განსხვავდება დროშის ან ჰიმნის სიწმინდისგან. უკეთესი ცხოვრების მაძიებლებისთვის ეს  ძვირფასი ობიექტი, პასპორტი , გლობალიზაციის პირობებში მჭიდროდ დაუკავშირდა კიდევ ერთ ობიექტსვიზას. აპადურაის თქმით, ვიზა პასპორტის საუდუმლო ბატონია, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მის მოსამსახურედ ან დამატებად არის აღქმული

ქართულ პასპორტს ევროკავშირის ქვეყნებში ვიზა არ ჭირდება, მაგრამ ის პატივისცემა არ აქვს, რაც აღიარების შემდეგ მოდის. ბატონისა და ყმის დიალექტიკა აქ არ თამაშდება, იმიტომ, რომ არცერთ მხარეს არ აქვს სიკვდილის შიშის საფუძველი. ამ არაღიარების მიზეზი ჩვენი ადგილია საერთაშორისო შრომის დანაწილებაშიჩვენ ხშირად მივდივართ არალეგალ მშრომელებად, ოპერებად, ზრუნვის მშრომელებად და აზულიანტებად. და თუმცა მნიშვნელოვან ღირებულებას ვქმნით იმ საზოგადოებებში, სადაც მივდივართ, ჩვენი რეპუტაცია ნახევრადლეგალურობით და მისგან გამომდინარე საეჭვოობით არის დაღდასმული

***

დამოუკიდებლობა არ არის მხოლოდ იურიდიული სტატუსი ან სიმბოლური აქტი. პირველ რიგში ის მატერიალური რეალობაა, რომელიც ეკონომიკურ თვითკმარობას ითხოვს.

ქართული პასპორტის მიმართ დამოკიდებულებაც მხოლოდ პატივისცემის საკითხი არ არისის უმთავრესად ეკონომიკური სისუსტის შედეგია

საქართველოს ჭირდება:

წარმოების ინდუსტრიული სისტემის შექმნა, 

სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია და აღორძინება,

და ამ ორი მიზნის გაერთიანება თანმიმდევრული მოქმედების გეგმის ფარგლებში. ამ მოქმედებების მიზანია ინდუსტრიული თვითკმარობა, საკვების სუვერენულობა და რეალური დემოკრატია

საკვებზე: წარმოვიდგინოთ, როგორ იკვებება ნახევარ მილიონზე მეტი ბავშვი თითქმის ერთდროულად

წარმოვიდგინოთ, როგორ ხსნილობს მშიერი, რადგან მარხვად ჩაეთვალა ყველა დღე, როცა ვერ გამოიკვება

***

საქართველო ჯერ ისევ ცოცხალი, მაგრამ დამოკიდებულია