იცოდით, როგორ უნდა დალიოთ ლუდი?
არსებობს დაუწერელი წესი – ლუდის ნამდვილ გემოს მაშინ შეიგრძნობ, თუ მას სამი მოყუდებით სვამ. პირველზე – ნახევრამდე ცლი, მეორეზე – თითქმის ბოლომდე და მესამეზე – აცარიელებ.
მაგრამ ყველა ლუდს ასე ვერ დალევ, ცხადია, ლუდიც არის, და ლუდიც…
ჰოდა, იმ ამბის მოყოლას ვაპირებთ, 1885 წელს, გერმანელმა ემიგრატმა, ფრიდრიხ მილერმა, ამერიკაში, ვისკონსინში,ახლად გახსნილი ლუდსახარში რომ იყიდა, სულ რაღაც 2300 დოლარად, და აქედან დაიწყო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ლუდის თავგადასავალი.
ცნობილი ამერიკული ბრენდი ამჟამად იწარმოება არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ჩინეთში და ა.შ. მის განსაკუთრებული გემოს შეგრძნება მსოფლიოს მრავალ კუთხეში შეგიძლიათ.
თუმცა არა საქართველოში.
მაგრამ, ამაზე მოგვიანებით…
ლუდი მილერი რამდენიმე სახის არსებობს, და ყველა მათგან საკუთარი გამორჩეული თვისებები ახასიათებს. საბოლოოდ შეუძლებელია იმის თქმა, რომელი ხაზი რომელს ჯობს, ეს თავიდან ბოლომდე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.
ჰო, რაც შეეხება გემოვნებას და დაგემოვნებას – აქ მხოლოდ ერთ პატარა სირთულეა – მილერის გასინჯვა საქართველოში შეუძლებელია, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, ამაზე მოგვიანებით…
ლუდი მილერი აგერ უკვე თითქმის საუკუნენახევარია გამოირჩევა თავისი სიმსუბუქით და და გამაგრილებელი ეფექტით. მილერი უარს ამბობს მაღალი ტემპერატურით პასტერიზაციაზე და სამაგიეროდ იყენებს ფილტრაციის სპეციალურ გამაგრილებელ მეთოდს, რაც განაპირობებს მის არაჩვეულებრივ არომატებს.
მილერი კლასიკური ამერიკული ლუდია.
ზოგადად ამა თუ იმ სასმელს გააჩნია მასთან ასოცირებული მოვლენები. თუ სად, როგორ რა კონდიციაში უნდა მოიხმარო იგი, მაგალითად შამპანური საზეიმო განწყობილებასთან ასოცირდება, ვისკი – ჯენტლმენურ თავყრილობებთან, ღვინო – რომანტიკასთან…
ლუდი ყველაზე მეტად სპორტთანაა დაკავშირებული. ამ წარმოდგენების მიუხედავად მილერი ყველა ლუდის მოყვარულის წარმოდგენაში დაკავშირებულია პრაქტიკულად ყველა სახის მოვლენასთან. იგი შეგიძლიათ მიირთვათ ფეხბურთის ყურებისას, მეგობრებთან შეხვედრისას, მაღალ საზოგადოებაში წვეულებისას, საქმიანი შეხვედრების დროს და ა.შ. ლუდის სიმსუბუქე და ხასიათი სწორედ ამგვარი მრავალფეროვნებისკენ გვიბიძგებს.
ზაფხულმა თავისი ძალა უკვე გვიჩვენა, ის დროა ლუდი ბარებთან რიგები რომ იჭიმება ხოლმე, დალევდა კაცი… მილერს.
როგორ? როგორც უკვე ვთქვით, ამაზე მოგვიანებით…