როგორ გავხდეთ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი? როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის? როგორ წავიდეთ უფასოდ ამერიკაში სასწავლებლად? როგორ გავხდეთ ვებ დეველოპერი? რა ვაკეთოთ კარანტინში? სად გავიცნოთ tech ადამიანები?…
თუ ამ და სხვა მსგავს კითხვებზე პასუხებს ეძებთ, მაშინ YouTube არხი Fennec Tech Studio თქვენთვის შექმნილა.
არხი მარიამ გაგუამ მეგობართან, ბილლისთან ერთად შექმნა სადაც მომავლის პროფესიებისა და კარიერული განვითარების კუთხით უკვე მომზადდა 29 YouTube ვიდეო, ჩატარდა 4 facebook live. YouTube არხის გამომწერთა რიცხვმა 6000-ს გადააჭარბა. Tik Tok- ზე ნახვების რაოდენობა კი უკვე გასცდა მილიონს.
„დღეს ახალგაზრდები ინფორმაციას ძირითადად ისეთი პლატფორმებიდან იღებენ, როგორიცაა YouTube-ი და Tik Tok-ი. რა ისწავლონ, რა არ ისწავლონ, რა ჩაიცვან, სად დაისვენონ − მსგავს გადაწყვეტილებებზე ზეგავლენას სწორედ სოციალური ქსელები ახდენენ. წლების მანძილზე დაკვირვების შედეგად მივხვდი, ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები ტექნოლოგიებსა და მომავლის პროფესიებზე სოციალურ ქსელებში საკმარისად არ ვსაუბრობდით. სწორედ აქედან დაიბადა Fennec Tech Studio-ს იდეა”. – ამბობს მარიამ გაგუა.
მან და ბილლიმ, რესურსები გააერთიანეს და YouTube არხი შექმნეს. დაუძახეს მეგობრებს სხვადასხვა ტექნოლოგიური პროფესიებიდან და დაიწყეს ვიდეოების ჩაწერა, სადაც მარტივად, ახალგაზრდებისთვის გასაგებ ენაზე ხსნიან როგორ შეიძლება გახდე დეველოპერი, ტესტერი, ინჟინერი და ა.შ.
მაგალითად, თუ თქვენ გაინტერესებთ როგორ გახდეთ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, შეგიძლიათ მოუსმინოთ ამ ვიდეოს სადაც თქვენტვის საინტერესო კითხვებს საქართველოს ბანკის მონაცემთა უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ოთო დანელია პასუხობს, მარტივად და გასაგებად.
თუ გასაუბრებისტვის ემზადებით და ღელავთ, მაშინ შეგიძლიათ გაეცნოთ რჩევებს, მაგალითად იმას, რომ: აუცილებლად უნდა გაეცნოთ სასურველი კომპანიის მიზნებს; უნდა იპოვოთ ადამიანები, რომლებიც ამ კომპანიაში მუშაობენ ახლა ან ადრე მუშაობდნენ და გაესაუბროთ მათ; დაათვალიეროთ ამ კომპანიის თანამშრომლების გვერდები სოც-ქსელებში, რათა უკეთ შეიქმნათ წარმოდგენა თუ სად გსურთ დასაქმება; უნდა გაიაროთ ინტერვიუს სიმულაცია და ა.შ.
ან იქნებ ციფრული პროდუქტების დიზაინერობა გსურთ? მაშინ ეს ვიდეო შენთვისაა. გური სიჭინავა მოგიყვება ყველაფერს: როგორ და სად შეისწავლო ეს პროფესია, რა უნდა გაითვალისწინო გასაუბრებაზე, რეზიუმეში და ა.შ.
საქართველოს ბანკი კარიერულ განვითარებასა და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული YouTube არხის მხარდამჭერი რამდენიმე თვის წინ გახდა. პარტნიორობის შედეგად არხმა უკვე შთამბეჭდავ შედეგს მიაღწია. საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის დაწყებიდან სულ რამდენიმე თვეში Fennec Tech Studio -ს ვიდეოებს უკვე 143 000 ნახვა აქვს.
საქართველოს ბანკი პროექტ „მომავლის პროფესიების“ ფარგლებში იმ ადამიანების მხარდაჭერას აგრძელებს, რომლებსაც პანდემიის პერიოდში შეცვლილი რეალობისა და დიდი გამოწვევების საპასუხოდ, საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა სურს.
გსურთ გახდეთ Front-End დეველოპერი, Back-End დეველოპერი, პროდუქტის მფლობელი, Scrum მასტერი, UI/UXდიზაინერი, UX მკვლევარი, ქოპირაიტერი, კომპიუტერული ინჟინერი ელექტრული ინჟინერი, მონაცემთა მეცნიერი, ბიზნესანალიტიკოსი? მაშინ ეწვიეთ ამ ბმულს.
„ზოგადად, ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება დასაქმების ხელშეწყობაა. საბოლოო ჯამში, მივედით იმ რეალობამდე, რომ შრომის ბაზარი ძალიან სწრაფად იზრდება და ბოლო პერიოდში პროფესიები ძირითადად ტექნოლოგიების მიმართულებით გამოჩნდა. მომავლის პროფესიების პროექტმა შესაძლებლობა მოგვცა, კვლევების საფუძველზე ის აქტუალური პროფესიები გვეპოვნა, რომელიც დღეს და ხვალ ბაზარზე კიდევ უფრო მეტად მოთხოვნადი იქნება. ასეთია ტექნოლოგიების და ციფრული მიმართულებით პროფესიები. მოხარული ვართ რომ Fennec Tech Studio-სთან პარტნიორობით კიდევ უფრო მეტმა მოსწავლემ, სტუდენტმა, უბრალოდ დაინტერესებულმა პირმა მიიღო ინფორმაცია მომავლის, ტექნოლოგიურ პროფესიებზე“,- გვითხრა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.
საქართველოს ბანკმა წამყვან საკონსულტაციო და რეკრუტინგულ კომპანია ინსორსთან თანამშრომლობით პროექტ – „მომავლის პროფესიების“ განხორციელება ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. მიზანი შრომის ბაზრის ცვლილებებზე ცნობადობის ზრდა, ახალი პროფესიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ადამიანების პროფესიული მხარდაჭერაა.