ლეანდრის ტაქტიკა. საახალწლო სურვილი

გიორგი ხასაია

მილორად პავიჩის ერთ რომანში, ბერად აღკვეცილი ლეანდრი ერთი სრული დღეც ვერ ასწრებს მონასტერში ცხოვრებას. ბერად აღკვეცის დღეს მონასტერში ცუდი ცნობით მოდიან:   სკოპიე გადამწვარია, მოკლულია ავსტრიელი მთავარსარდალი, გენერალი პიკოლომინი, ქრისტიანების არმიაში ჭირი გავრცელდა, ხოლო თურქული რაზმები  მოიწევენწვავენ სოფლებსა და მონასტრებს და გზად მიწის პირიდან აღგვიან ყველას და ყველაფერს.

ლეანდრი და მისი მეგობარი დიომიდე ტოვებენ მონასტერს და გარბიან. მაგრამ გარბიან არც ისე ჩქარა, რომ ავსტრიელების არმიას დაეწიონ, რომელიც გზად ყველას და ყველაფერს ძარცვავს  და არც ისე ნელა, რომ სულთნის არმიას ჩაუვარდნენ ხელში

ლეანდრი და დიომედე ხედავდნენ, რომ გლეხები წვავდნენ და ანგრევდნენ  ყველაფერს, რისი თან წაღება არ შეეძლოთ

ლეანდრი მიხვდა, რომ ეს სიგიჟეა. “პირიქით, რაც მეტს დავტოვებთ, მით უფრო მეტხანს შეყოვნდება მტერი მის დასანგრევად და გამოდის, მეტი იმედი გაგვიჩნდება, რომ რაღაც მაინც დარჩება ჩვენგანაც და ჩვენ შემდეგაც. ამიტომ საჭირო არ არის ხანძარი და ნგრევა. პირიქით, უნდა ვაშენოთ, ვაშენოთ ახლაც კი“. 

ლეანდრი, რომელსაც მოსაკლავად მისდევენ, იღებს გადაწყვეტილებას, სირბილში აშენოს. და ამისთვის ის იგონებს სპეციალურ ტემპს, ისეთს, რომ გაქცეულ სცილას და მდევარ ქარიბდას შორის შენება მოასწროს

უბრალოდ გადარჩენის ამოცანას აქ ანაცვლებს ორმაგი ამოცანაგადარჩეს და გადარჩენის პროცესში აშენოს

უფრო ზუსტად, გზადაგზა შენება თავად არის გადარჩენის მოდელი

თუ ვინმე მკითხავს, რა იყო გასული წლის საზოგადოებრივი ცხოვრების მთავარი ნიშანი, დაუფიქრებლად ვიტყოდი, რომ ეს იყო შიშის კულტივაცია. ერთმანეთს უპირისპირდებოდა  შიშის ორი პოლიტიკა: ომის შიშის გავრცელება ოცნების მხრიდან და სამშობლოს დაკარგვის შიშის თესვა ოპოზიციის მიერ

შიშის კულტივაციას აქვს თავისი კონკრეტული მიზანითვინიერი მოქალაქეებისგან შემდგარი პოლიტიკური წესრიგის შენარჩუნება ან შექმნა

შიშმა უნდა გაახევოს, გააშეშოს და სუბიექტურობა წაართვას ადამიანს: ჩემი უკმაყოფილების გამოხატვით  ომის ხელშემწყობი არ გავხდე და მეორე მხრივთუ სამშობლოს ვკარგავ, ჭირსაც წაუღია უკეთესი ცხოვრება. ოღონდ უარესი არ იყოს და უკეთესს ვინ ჩივისშიშის პოლიტიკა ასე მუშაობს

ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენს ქვეყანაში შიშის პოლიტიკის მსხვერპლია, ნაწილი ამას გაურბის და არ ემორჩილება. მაგრამ იმას, ვინც შიშის პოლიტიკიდან გაღწევას ცდილობს, გზას უღობავს ბანერი წარწერით: “ახლა ამის დრო არ არის“. იგულისხმება, რომ ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც ვადამდელ არჩევნებს და  პატიმრების გათავისუფლებას ცდება, საეჭვოა და ხელს უშლის მთავარი მიზნების მიღწევას. იმ ლოგიკით, რომ ჯერ მშვიდობა უნდა დამყარდეს, ანუნორმალურცხოვრებას დავუბრუნდეთ და შემდეგ ვიკამათოთმაღალი გადასახადები გვინდა თუ დაბალი, მინიმალური ხელფასი გვინდა თუ განუკითხაობა გვირჩევნია, უმუშევრობის დაზღვევა გვინდა თუ დაუზღვეველი უმუშევრების არმია, გამოკვებილი ნახევარი მილიონი მოსწავლე ჯობია თუ ამდენივე მშიერი

ეს ლოგიკა შიშის პოლიტიკის თავისებური გაგრძელებაა

როგორც არ უნდა დამთავრდეს მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი, მისი ნებისმიერი შედეგი ფუნდამენტური საზოგადოებრივი პრობლემების გადაწყვეტის გარანტიას არ იძლევა. ციხიდან გამოსულ ახალგაზრდებს ისევ უმუშევრობა და დაბალანაზღაურებადი სამუშაო დახვდებათ, ევროინტეგრაციის გაგრძელება ინდუსტრიული ქალაქებში მოახლოვებულ კატასტროფას ვერ გააჩერებს და არც ვალი შეგვიმცირდება ბანკებს რამდენიც არ უნდა ვეხვეწოთ

ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე და სხვა დანარჩენიც სტრუქტურული პრობლემების რიგს მიეკუთვნება. სტრუქტურულ პრობლემებს არ ცვლის არავინ და არაფერი ხალხის გარდა, რომელიც უკეთეს ცხოვრებას ითხოვს, წარმოიდგენს და მას ფუნდამენტს უყრის მაშინაც, როცა მისდევენ, პირზე ხელს აფარებენ, ცემენ და  ემუქრებიან

და ამას აკეთებს ლეანდრის ლოგიკით: ნახე, ფანჯრის იქით ხე იზრდება. ის მშვიდობას არ ელის, რომ გაიზარდოს.”